უსაფრთხოების სტანდარტები სამუშაო სამოსში: რა უნდა ვიცოდეთ EN და ISO სერტიფიკატების შესახებ?
სპეც ტანსაცმლის შეძენისას ქართველი დამსაქმებლები ხშირად ერთ პრობლემას აწყდებიან: რომელ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ტანსაცმელი და რას ნიშნავს ეტიკეტზე მითითებული ნომრები?
ევროპულ ბაზარზე დამცავი ტანსაცმელი EN და ISO სტანდარტების სისტემას ექვემდებარება. ეს სისტემა განსაზღვრავს, რა დონის დაცვას სთავაზობს კონკრეტული ნაწარმი, როგორ უნდა იყოს ის დამზადებული და რა პირობებში გამოიყენება. საქართველოში 2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა მთავრობის №590 დადგენილება, რომელმაც სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისთვის მინიმალური მოთხოვნები დააწესა. სტანდარტების ცოდნა აღარ არის მხოლოდ თეორიული ინტერესის საგანი, რადგან ის უკვე პრაქტიკული აუცილებლობაა.
რა არის EN და ISO სტანდარტები?
ISO (საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია) საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტების სისტემაა, ხოლო EN (ევროპული სტანდარტი) – ევროპულ ბაზარზე მოქმედი ხარისხის კრიტერიუმი. ორივე მათგანი სპეც ტანსაცმლის მოთხოვნებს ადგენს: მასალის თვისებებიდან დაწყებული მარკირების წესებამდე.
ამ სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშანი CE მარკირებაა. როდესაც ტანსაცმელზე CE ნიშანი დატანილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწარმი ევროკავშირის რეგულაციებს, კერძოდ, EU 2016/425 რეგულაციას, აკმაყოფილებს. ეს რეგულაცია 2018 წლიდან მოქმედებს და მწარმოებელს ავალებულებს, EU ტიპის სერტიფიკატი ყოველ 5 წელიწადში განაახლოს. შესაბამისად, CE ნიშნიანი ტანსაცმელი გარკვეულ ხარისხის გარანტიას იძლევა.
ყველა EN/ISO სტანდარტით სერტიფიცირებულ ტანსაცმელს მომხმარებლის ინსტრუქცია ახლავს. ინსტრუქციაში აღწერილია, რა საფრთხეებისგან იცავს ნაწარმი, როგორ უნდა მოუაროს მომხმარებელმა და ა.შ. ამ ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან ტანდარტთან შესაბამისი ტანსაცმელიც კი კარგავს დამცავ თვისებებს იმ შემთხვევაში, თუ ის არასწორად ირეცხება ან ინახება.
EN ISO 13688 და სპეც ტანსაცმელი

EN ISO 13688:2013 ის საბაზისო სტანდარტია, რომელსაც ყველა დამცავი ტანსაცმელი უნდა აკმაყოფილებდეს. ის არ განსაზღვრავს კონკრეტულ დამცავ თვისებებს (მაგალითად, ცეცხლისგან ან ქიმიკატებისგან დაცვას), არამედ ზოგად მოთხოვნებს აყალიბებს: ერგონომიკა, მასალის უვნებლობა, მარკირება, ზომების აღნიშვნა და მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ფორმატი.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ტანსაცმელი ისე უნდა იყოს შეკერილი, რომ მოძრაობას არ ზღუდავდეს, ქსოვილი კანს არ აღიზიანებდეს და 5-ჯერ რეცხვის შემდეგაც ფორმას ინარჩუნებდეს. ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ზომა და მოვლის ინსტრუქცია.
ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელი შესაბამის აღნიშვნას უნდა ატარებდეს. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ეტიკეტზე მხოლოდ ამ სტანდარტის მითითება დაუშვებელია – ის ყოველთვის სპეციფიკურ სტანდარტთან ერთად გამოიყენება. მაგალითად, მაღალი ხილვადობის ჟილეტი EN ISO 13688-თან ერთად EN ISO 20471 სტანდარტსაც უნდა აკმაყოფილებდეს. სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ქმნის კორპორაციულ უნიფორმებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.
ორი ყველაზე გავრცელებული სპეციფიკური სტანდარტი
EN ISO 11612 სითბოსა და ცეცხლისგან დაცვას გულისხმობს. ეს სტანდარტი ეხება იმ ტანსაცმელს, რომელიც პერსონალს სითბური ზემოქმედებისა და ღია ცეცხლისგან იცავს. მოიცავს ალის გავრცელების წინააღმდეგობას, კონვექციური და რადიაციული სითბოს ზემოქმედებას, ასევე მდნარი მეტალის შხეფებისგან დაცვას.
სტანდარტი 6 ინდექსს შეიცავს (A-დან F-მდე), თითოეული კონკრეტულ სითბურ საფრთხეს პასუხობს.
ეს სტანდარტი ყველაზე მეტად ნავთობისა და გაზის, ქიმიურ, მეტალურგიულ და სამშენებლო ინდუსტრიებში გამოიყენება. ქსოვილი, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ან თავისთავად ცეცხლმედეგია (მაგალითად, არამიდის ბოჭკოვანი), ან სპეციალური დამუშავებით იძენს ალის მიმართ გამძლეობას. არჩევისას მთავარია, რომ ქსოვილი დამცავ თვისებებს არაერთჯერადი რეცხვის შემდეგაც ინარჩუნებდეს.
EN ISO 20471 მაღალი ხილვადობის ტანსაცმელია. ეს სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ ტანსაცმლისთვის, რომელიც პერსონალს დაბალი განათების პირობებში ხილვადს ხდის. სტანდარტი სამ კლასად იყოფა (1-დან 3-მდე), სადაც მესამე კლასი ყველაზე მაღალ ხილვადობას გულისხმობს. კლასი ფლუორესცენტური მასალისა და ამრეკლი ზოლების მინიმალური ფართობით განისაზღვრება.
მშენებლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურასა და სამთო სფეროებში ეს სტანდარტი სავალდებულოა. არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ფლუორესცენტური ფერი ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ხშირი რეცხვის შედეგად ქრება, ამიტომ ქსოვილის გამძლეობა ამ თვალსაზრისითაც შესამოწმებელია. ქართულ კანონმდებლობაშიც ეს სტანდარტი მოქმედებს. სამედიცინო და HoReCa სექტორის სპეცტანსაცმელთან ერთად, მაღალი ხილვადობის ტანსაცმელი იმ პროდუქციის ნაწილია, რომელსაც სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ინდივიდუალური შეკვეთით ქმნის.
რას მოითხოვს ქართული კანონმდებლობა?

საქართველოს მთავრობის №590 დადგენილება დამსაქმებელს ავალებულებს, სამუშაო გარემოს რისკების შეფასების საფუძველზე თანამშრომლებს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მიაწოდოს. რეგლამენტი აზუსტებს: ეს საშუალებები დასაქმებულს უფასოდ უნდა გადაეცეს, დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს მათ მოვლაზე, შეკეთებასა და დროულ შეცვლაზე.
რეგლამენტის მიხედვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საფრთხეებს, სამუშაო გარემოს პირობებსა და ერგონომიკის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და, საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული სწავლებაც გაატაროს.
ეს მოთხოვნები ზოგადია და ყველა ინდუსტრიას ეხება. თუმცა სამშენებლო სექტორში, სადაც 16 000-ზე მეტი აქტიური კომპანია მოქმედებს და ტრავმის რისკი ყოველდღიურია, ინსპექტირების სიხშირეც უფრო მაღალია. დარღვევის გამოვლენა ადმინისტრაციული სანქციებით – ჯარიმით ან საქმიანობის შეჩერებით სრულდება.
როგორ ავარჩიოთ სწორი დამცავი ტანსაცმელი
სტანდარტების სიმრავლე დაბნეულობას იწვევს, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, სადაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ეტაპი უნდა დაიგეგმოს:
- საფრთხეების იდენტიფიკაცია – განსაზღვრეთ, რა ტიპის რისკებს ექვემდებარებიან თქვენი თანამშრომლები: სითბური, ქიმიური, მექანიკური თუ ხილვადობასთან დაკავშირებული.
- სტანდარტის შესაბამისობის შემოწმება – ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული EN/ISO ნომერი გიჩვენებთ, რა დონის დაცვას მოიაზრებს ნაწარმი.
- ქსოვილის გამძლეობა რეცხვის მიმართ – დამცავი თვისებებს, რომლებიც რამდენიმე რეცხვის შემდეგ ქრება, პრაქტიკული ღირებულება არ აქვს.
სამკერვალო საწარმო “ლიდერში” შეგიძლიათ, თერმოგამძლე, მაღალი ხილვადობის სპეცტანსაცმელი შეუკვეთოთ.
კომპანიებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა დეპარტამენტისთვის განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, ინდივიდუალური შეკვეთა და კონსულტაცია ხშირად ყველაზე გამართლებული გზაა. ქსოვილის შერჩევიდან ნიმუშის დამზადებამდე ეს პროცესი სერიულ წარმოებამდე მიმდინარეობს, რაც შეცდომის ალბათობას ამცირებს.
სტანდარტების დაცვა არც ფორმალობაა და არც ზედმეტი ვალდებულება. ის კავშირშია იმასთან, თუ რამდენად უსაფრთხოდ მუშაობენ თქვენი თანამშრომლები. სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ამ პროცესში კომპანიებს სრული ციკლის მართვაში ეხმარება – კონსულტაციიდან მიწოდებამდე.
Leave A Comment
