წარმოდგენილია ჩვენს საწარმოში შეკერილი ნიმუშები. ნებისმიერი მოდელი მორგებადია თქვენს ფერებზე, ზომებსა და ბრენდირებაზე.














განვითარება ინოვაციებიდან იწყება, სამკერვალო საწარმო “ლიდერი” კი უკვე 10 წელია, არ ივიწყებს ამას და მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნავს. ისე, რომ არ დაკარგოს მისი მთავარი ხედვა – შექმნას არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ წარმატების სიმბოლო.
“ლიდერი” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამ პროცესში კი ნერგავს სიახლეებს და გეხმარებათ, თქვენს საჭიროებებზე მორგებული უნიფორმების დამზადებაში.
გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის, სასწავლო კურსებს, რომლებიც თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. “ლიდერის” მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი სისტემა ახალი ტექნოლოგიის დანერგვით მუდმივად ვითარდება – ვეძებთ ახალ გზებს მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად.
ჩვენი სერვისებია:

სერვისი, რომლიც ბრენდს ინდივიდუალურად მოერგება. თუ გსურთ, კომპანიის ღირებულებები არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ ვიზუალურ იდენტობაშიც გამოიხატოს, ჩვენთან ერთად დაგეგმეთ სრული ციკლი – დიზაინის შემუშავებიდან თქვენს ინტერესებზე მორგებული ნაწარმის მიწოდებამდე.
სამედიცინო ფორმების, სასტუმროსა და ზოგადად, მომსახურების სფეროს შემთხვევაში უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მიერ შექმნილი სამუშაო სპეცტანსაცმელი სრულად პასუხობს ჰიგიენის ნორმებს, უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში და იცავს თქვენი პერსონალის უსაფრთხოებას.
ცნობადობის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის წარმატებისკენ. გთავაზობთ ბრენდირებული მაისურებისა თუ სხვადასხვა ტექსტილის დამზადებას, რათა თქვენი კომპანია ბაზრის ლიდერი გახდეს და შესაბამის ინდუსტრიაში საკუთარი სიტყვა თქვას.
გაქვთ ერთი შეხედვით დაუჯერებელი იდეა და მცირე რაოდენობის სპეცტანსაცმლის შეკვეთა გჭირდებათ? ხართ სტარტაპერი ან უბრალოდ ღონისძიებას გეგმავთ? ჩვენ ვიპოვით თქვენი იდეის განხორციელების გზას, რადგან “ლიდერის” მომსახურება ნდობას, კრეატივსა და ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება.
ამასთან, თუ ხართ დამწყები დიზაინერი და გსურთ, ადამიანებმა გაგიცნონ ან უკვე გამოცდილი, რომელიც ახალ გამოწვევებს ეძებს, ჩვენ დაგეხმარებით კოლექციის შექმნაში, ქსოვილების მოძიებასა და შერჩევაში.
განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე კომპანიებსა და სპეციფიკური პროფესიების წარმომადგენლებს შეგიქმნით არასტანდარტულ უნიფორმებს, რომლებიც თქვენს სურვილებს დააკმაყოფილებს.
Uniforms.ge ჭრა-კერვის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს გთავაზობთ საუკეთესო კურსდამთავრებულების საწარმოში დასაქმების პერსპექტივით.

500 ₾
2 თვე
კვირაში 3 გაკვეთილი
4-6 ადამიანი
800 ₾
3 თვე
კვირაში 3 გაკვეთილი
4-6 ადამიანი
პოპულარული
1500 ₾
4 თვე
კვირაში 3 დღე
4-6 ადამიანი
100 ₾
8 საათი
მოქნილი გრაფიკი
1 ადამიანი
სამკერვალო ატელიე „ლიდერი“ ერთ სივრცეში სრულ მომსახურებას გთავაზობთ – უნიფორმის დიზაინი, შექმნა, ბრენდირება.
ადგილობრივი წარმოება გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად მოვერგოთ როგორც მცირე, ისე დიდი მოცულობის შეკვეთებს და დავიცვათ შეთანხმებული ვადები.
ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც საიმედო პარტნიორს, პროგნოზირებად ხარისხსა და გრძელვადიან პარტნიორობას აფასებენ. ჩვენი სპეცტანსაცმელი იკერება სხვადასხვა ინდუსტრიისთვის:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, ამიტომ ყველაფერი – იქნება ეს სამუშაო სპეცტანსაცმელი თუ სარეკლამო ტექსტილი, ადგილობრივ საწარმოში, თბილისში იკერება.
ხარისხთან ერთად, რომელიც სერტიფიცირებულ და გამძლე მასალებსა და უნიფორმების თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებაში გამოიხატება, უსაფრთხოების დაცვა ჩვენი მთავარი პრინციპია. შესაბამისად, საწარმოს პროდუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. ყველა მასალა შერჩეულია იმისათვის, რომ თქვენი თანამშრომლები ნებისმიერ სიტუაციაში დაცული იყვნენ.

რაც შეეხება სპეცტანსაცმლის ფასს, ის თქვენს ბიუჯეტზე მაქსიმალურადაა მორგებული, მასალების ფართო არჩევანი კი უზრუნველყოფს იმას, რომ ნაწარმი გამძლე და კომფორტული იყოს.

2016 წლიდან “ლიდერი” ზრუნავს თქვენი ბრენდის იმიჯსა და ვიზუალურ იდენტობაზე. სწორედ ამიტომ, ვამაყობთ, რომ ვქმნით არა მხოლოდ ხარისხიან და ფუნქციურ, არამედ ელეგანტურსა და დახვეწილ პროდუქციას ნებისმიერი ინდუსტრიისთვის.
ჩვენი იდეა და საქმიანობა ემყარება ადგილობრივი წარმოების განვითარების კონცეფციას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ვთვლით, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი საქმიანობით შეგვაქვს წვლილი. ღირებულებები, ხარისხი, ინოვაცია და ამის წყალობით მუდმივი განვითარება – ეს საწარმო “ლიდერის” ხელწერაა, რომელსაც მეათე წელია, არ ვღალატობთ. სწორედ ამიტომ დავიმსახურეთ ნდობა, რომელსაც ვუფრთხილდებით.
ჩვენი საწარმოს მისამართია თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოგვმართოთ მეილზე: info@uniforms.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 511 22 55 60
ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://uniforms.ge, შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და მიიღეთ უფასო კონსულტაცია კვალიფიცირებული გუნდისგან.
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე.
დაიწყეთ ჩვენთან თანამშრომლობა დღესვე!
მიუთითეთ სფერო და რაოდენობა - შეთავაზებას 1 სამუშაო დღეში მიიღებთ.