განვითარება სწორი გადაწყვეტილებიდან იწყება, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ კი უკვე 10 წელია ამ იდეის ერთგული რჩება. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ კარგ პროდუქციას, არამედ კვალიფიციურ ცოდნას, რომელიც ბაზარზე ყოველთვის მოთხოვნადია.
სწორედ ამიტომ, Uniforms.ge-მ კერვის შემსწავლელი ინტენსიურ კურსები დაიწყო. სპეცტანსაცმლის შეკერვა კომპანიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმიანობაა. კურსი შეიქმნა იმისთვის, რომ მსმენელმა რეალური, პრაქტიკაზე დამყარებული უნარები გამოიმუშაოს – იქნება ეს დამწყები, რომელიც ახალ პროფესიას ეძებს, თუ გამოცდილი მკერავი.
სწავლება მცირე ჯგუფებში მიმდინარეობს (4-6 ადამიანი), რათა თითოეულ მსმენელს ინდივიდუალური ყურადღება დავუთმოთ. კვირაში 3 გაკვეთილი პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდით წარიმართება.
500 ლარი
2 თვე , კვირაში 3 გაკვეთილი
კურსი გათვლილია დამწყებებზე, რომლებიც ამ ინდუსტრიას პირველად ეცნობიან. ორი თვის განმავლობაში მსმენელი შემდგომი ზრდის საფუძველს ამზადებს.
800 ლარი
3 თვე, კვირაში 3 გაკვეთილი
მათ, ვისაც საფუძველი უკვე აქვს და მზადაა, უფრო რთულ ამოცანებს გაუმკლავდეს, გთავაზობთ სამ თვიან ინტენსიურ სწავლებას, რაც თქვენს პრაქტიკულ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
1 500 ლარი
4 თვე, კვირაში 3 გაკვეთილი
ეს კურსი მათთვისაა, ვისაც სამკერვალო სფეროში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს და კარიერის გაგრძელებას სერიოზულად განიხილავს. ინდუსტრიული სტანდარტები, რეალურ შეკვეთებზე მუშაობა და ბიზნეს ტრენინგი – ეს ყველაფერი ერთ პრაქტიკულ პროგრამაში დაგხვდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
100 ლარი
1 დღე, 8 საათი
თუ გაქვთ კონკრეტული საჭიროება (მაგალითად,სარეკლამო ტექსტილის მასალები ან სხვა რამ გაინტერესებთ) ან გსურთ, სწავლება მხოლოდ თქვენს ინტერესებს მოერგოს, ინდივიდუალურ გაკვეთილსაც ვნიშნავთ.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად ისწავლით. „ლიდერი“ მოქმედი სამკერვალო ფაბრიკაა და სწორედ ამ გარემოში მიმდინარეობს სწავლება.
თითოეულ მსმენელს ინდივიდუალური ყურადღება ეთმობა, აქვს პირადი სამუშაო ადგილი. გასწავლიან ისინი, ვინც ამ სფეროში ყოველდღიურად მუშაობს.
რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, კარიერა „ლიდერში“ განაგრძონ.
2016 წლიდან Uniforms.ge ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე ზრუნავს. ღირებულებები, ხარისხი, ინოვაცია – ეს ჩვენი ხელწერაა, რომელსაც მეათე წელია არ ვღალატობთ.

კურსზე მიღება წინასწარი რეგისტრაციით ხდება, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.
თუ გსურთ მიიღოთ დეტალური სასწავლო სილაბუსი ან გაქვთ კითხვები, დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 511 22 55 60
ელ. ფოსტა: info@uniforms.ge
მისამართი: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
👉 შეავსეთ საკონტაქტო ფორმა uniforms.ge-ზე და ჩვენი გუნდი მოკლე დროში გიპასუხებთ.
მიუთითეთ სფერო და რაოდენობა - შეთავაზებას 1 სამუშაო დღეში მიიღებთ.