ტანსაცმლის შეკერვა “ლიდერ” სამკერვალო საწარმოში
კომპანიის ვიზუალური იდენტობის გამოხატვაში ბრენდირებული თუ სპეც ტანსაცმელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის, რასაც თანამშრომლები ყოველდღიურად ატარებენ, ბრენდის ნაწილია. ბიზნესის ავტორიტეტს სწორედ მისი ხარისხი და შესაბამისობა განსაზღვრავს.
სამკერვალო საწარმო “ლიდერი” 2016 წლიდან კორპორატიული და სპეციალიზებული ტანსაცმლის დამზადებაზე მუშაობს. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს, რომელიც ამ პროცესში დავაგროვეთ.
ვის სჭირდება ეს სერვისი?

კორპორაციულ სექტორს, HoReCa ინდუსტრიას, სამედიცინო დაწესებულებებს, სამშენებლო კომპანიებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებს – ყველას განსხვავებული მოთხოვნები აქვს, მაგრამ ტანსაცმელი, რომელიც ფუნქციასთან ერთად ბრენდის იდენტობასაც ასახავს, თითოეულ მათგანს სჭირდება.
უნიფორმების შეკერვა შეკვეთით – ამ სერვისით სარგებლობენ ისეთი სასტუმროები, რომლებსაც მიმღები პერსონალი ჰყავს, ბანკი, რომლის თანამშრომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურად ხვდებიან, ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლებში სასკოლო ფორმა სოციალური თანასწორობის ხელშეწყობის დამადასტურებელია.
“ლიდერი” იღებს როგორც მცირე, ისე მსხვილ შეკვეთებს და ყოველი მათგანი ინდივიდუალურად განიხილება.
ჩვენი სერვისები
ყველაფერი მასალის არჩევით იწყება

სპეც ტანსაცმლის შეკერვა ჩვენთვის მნიშვნელოვან პრინციპს ეყრდნობა: შევარჩიოთ სწორი და ხარისხიანი მასალა.
“ლიდერი” მუშაობს ბამბის, პოლიკოტონის, ტვილის, გაბარდინის, სოფტშელისა და სხვა ქსოვილებთან. ყოველი მათგანი კონკრეტული ფუნქციური და ვიზუალური მახასიათებლის მიხედვით განიხილება. მასალა ყოველთვის დამკვეთთან შეთანხმებით, სამუშაო გარემოსა და დატვირთვის გათვალისწინებით ირჩევა.
კორპორაციული ფორმები
კორპორაციული ფორმების დამზადება ბრენდინგის ხელსაწყოა. ფერი, ჭრა, ლოგოს განთავსება, ქსოვილის სიმკვრივე – ეს გადაწყვეტილებები ვიზუალურ გამოსახულებას აყალიბებს და მომხმარებლის ყურადღებას მაშინვე იქცევს.
“ლიდერი” დამკვეთთან ერთად ამუშავებს დიზაინს, რათა შედეგი კომპანიის ვიზუალურ სტილს მოერგოს. ტანსაცმელი თქვენი პერსონალის სამუშაო რეალობის გათვალისწინებით იქმნება.
ლოგოს გამოსახვა კომპიუტერული ქარგვის მომსახურების მეშვეობით ხდება. ეს ტექნოლოგია გამძლეა და ზუსტ ვიზუალს ქმნის, რაც ხარისხს მრავალი გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს. ქარგვა განსაკუთრებით ეფექტურია პოლო მაისურებსა და სპეც ტანსაცმელზე, სადაც პროფესიონალური გარეგნობა ნდობასთანაა კავშირში.
სამედიცინო ფორმების დამზადება: გასათვალისწინებელი დეტალები

სამედიცინო სექტორში ტანსაცმელი ორ ამოცანას ასრულებს – ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისი და ხანგრძლივი სამუშაოსთვის კომფორტული. სამკერვალო საწარმო “ლიდერში” სამედიცინო ფორმების დამზადება სწორედ ამ იდეაზეა აგებული.
ანტიბაქტერიული და ჰაერგამტარი – ეს ის პარამეტრებია, რომელთა მიხედვითაც სამედიცინო ფორმებს ვქმნით. ეს ეხება როგორც ქირურგიულ კომპლექტებს, ისე მიმღების პერსონალის ტანსაცმელს.
მოთხოვნა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, მიდგომა კი ერთი: სპეციფიკის სიღრმისეული გააზრება და დამკვეთის სურვილების გათვალისწინება.
შეკვეთის პროცესი
პირველ ეტაპზე კონსულტაციისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ. განვიხილავთ, თუ რა გჭირდებათ: ტანსაცმლის ტიპი, რაოდენობა და ვადა. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად გაგებული დავალება კარგი შედეგის გარანტიაა.
შემდეგი ეტაპი ესკიზი და მასალის შერჩევაა. ჩვენი გუნდი რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. სანამ წარმოებას დავიწყებთ, გთავაზობთ ნიმუშს – ცვლილება სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი, რათა საბოლოო შედეგი თქვენი მოლოდინების შესაბამისი იყოს.
მიწოდება ყოველთვის შეთანხმებულ ვადაში სრულდება. ხარისხი გამოგზავნამდე მოწმდება, რაც ჩვენთვის არა ფორმალობა, არამედ ნდობის ნაწილია. სწორედ ეს აქცევს სამკერვალო საწარმო Uniforms.ge-ს ბაზრის ლიდერად 2016 წლიდან.
თუ ტანსაცმლის შეკვეთას გეგმავთ, დაგვიკავშირდით
ჩვენი საწარმო მდებარეობს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7-ში.
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: info@uniforms.ge, ნომერზე: 511 22 55 60 ან შეავსეთ ფორმა.
