შარვლების შეკერვა
სამუშაო შარვალი ვიზუალის, კომფორტისა და გამძლეობის სინთეზის საჭიროების ყველაზე კარგი მაგალითია: ის ყოველდღიურად გამოიყენება, ამიტომ სწორად შეკერვა და მასალა ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამკერვალო საწარმო “ლიდერი” 2016 წლიდან კორპორაციული და სპეციალიზებული ტანსაცმლის დამზადებაზე მუშაობს. ამ პერიოდში სხვადასხვა სექტორს – სამედიცინო, HoReCa, სამშენებლო თუ კორპორაციულს მოვემსახურეთ და უნიფორმის შეკერვა კომპანიისთვის ბევრად გავამარტივეთ.
ვის სჭირდება შეკვეთით დამზადებული სამუშაო შარვლები?
სხვადასხვა სექტორში სპეც ტანსაცმელების არჩევანი მრავალფეროვანია: სამუშაო შარვლებს რამდენიმე ამოცანა აქვს. სამედიცინო პერსონალისთვის შარვალი ჰიგიენური სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს. HoReCa სექტორში ვიზუალი უმნიშვნელოვანესია, თუმცა კომფორტი მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს, სამშენებლო სფეროში კი ყურადღება, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე უნდა გამახვილდეს.
“ლიდერი” სამუშაო შარვლებს ბანკების, სასტუმროების, კლინიკების, სკოლებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის ამზადებს. მცირე თუ მსხვილი შეკვეთები ყოველთვის ინდივიდუალურად განიხილება.
ყველაფერი მასალის არჩევით იწყება

სამუშაო შარვლების ხარისხი მასალის შერჩევით იწყება. “ლიდერი” ბამბის, პოლიკოტონის, ტვილის, გაბარდინის, რიპსტოპისა და სხვა სპეციალიზებული ქსოვილებით მუშაობს.
ტვილი მაღალი სიმკვრივის ქსოვილია, რომელიც ფორმას კარგად ინარჩუნებს და ინტენსიური გამოყენებისას მდგრადია. ამიტომ სამშენებლო სფეროში უმეტესად სწორედ ეს ქსოვილი გამოიყენება. პოლიკოტონი კი ჰაერგამტარია, ადვილად ირეცხება და სამედიცინო გარემოსთვის ყველაზე გამართლებული არჩევანია.
მასალა ყოველთვის დამკვეთთან შეთანხმებით, სამუშაო გარემოსა და დატვირთვის გათვალისწინებით ირჩევა.
შარვლების შეკერვის ტექნიკა – ფუნქცია და ფორმა
კერვის სწორი ტექნიკა შარვლის მოხერხებულობის ქვაკუთხედია. “ლიდერი” ყველა გადაწყვეტილებას დამკვეთთან ერთად განიხილავს. ჯერ ვმსჯელობთ, თუ რა გარემოში იმუშავებს თანამშრომელი. შემდეგი ეტაპი ესკიზისა და ნიმუშის შექმნა, დეტალების დაზუსტებაა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სერიული წარმოება.
სამედიცინო შარვლები და სტანდარტი
სამედიცინო შარვლების დამზადებისას ორ ამოცანაზე ვმუშაობთ: ჰიგიენური სტანდარტებისა და ხანგრძლივი სამუშაო დღის კომფორტის დაბალანსება. ანტიბაქტერიული ქსოვილი, ჰაერგამტარი სტრუქტურა, ადვილი მოვლა – ეს პარამეტრები სამედიცინო გარემოში კომპრომისს არ ექვემდებარება.
HoReCa სექტორში მოთხოვნები განსხვავებულია, თუმცა კომფორტი და გამძლეობა მაინც სავალდებულოა. ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთს ხანდახან ეწინააღმდეგება ხოლმე, მაგრამ სწორი მასალა ყოველთვის ბალანსის გარანტიაა.
შარვლების კერვა – ლოგო და ბრენდირება
კომპანიის ვიზუალური ელემენტების – ლოგოს, ნომრების ან სლოგანის შარვალზე დატანა კომპიუტერული ქარგვის მეშვეობით ხდება. ეს მეთოდი გამართლებულია, რადგან ხარისხი მრავალი გარეცხვის შემდეგაც ნარჩუნდება. ქარგვა განსაკუთრებით ეფექტურია სამუშაო ტანსაცმელზე, სადაც ბრენდის ვიზუალი პროფესიონალიზმზე შექმნილ შთაბეჭდილებასთანაა კავშირში.
შეკვეთის პროცესი
პირველ ეტაპზე, კონსულტაციისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ. ერთად განვიხილავთ შარვლის ტიპს, მასალას, ბრენდის ელემენტებს, რაოდენობასა და ვადას. ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად გაგებული მოთხოვნა კარგი შედეგის გარანტიაა. ჩვენთან შეგიძლიათ სარეკლამო ტექსტილის დამზადებაც.
შემდეგი ნაბიჯი ესკიზი და მასალის შერჩევაა. ჩვენი გუნდი რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. სანამ წარმოება დაიწყება, ნიმუში გადმოგეცემათ – ცვლილება სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი, რათა საბოლოო შედეგი თქვენი მოლოდინების შესაბამისი იყოს.
მიწოდება ყოველთვის შეთანხმებულ ვადაში სრულდება, ხარისხი კი გამოგზავნამდე მოწმდება. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 2016 წლიდან სხვადასხვა ორგანიზაციამ “ლიდერი”, სამკერვალო თბილისში, გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შეარჩია.
თუ სამუშაო შარვლების შეკვეთას გეგმავთ
შარვლების შეკვეთა Uniforms.ge-სგან რამდენიმე გზით შეგიძლიათ. ჩვენი საწარმო თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №8ა-ში მდებარეობს. მოგვმართეთ info@uniforms.ge-ზე, ნომერზე 511 22 55 60 ანშეავსეთ საკონტაქტო ფორმა.
კვალიფიცირებული გუნდი დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო სპეც ტანსაცმელი, რომელიც ხარისხსა და კომფორტს აერთიანებს.
