წყალგაუმტარი და ცეცხლგამძლე ქსოვილები, რომლებიც ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს
მეოცე საუკუნის დასაწყისში საწარმოებში, სამშენებლო სექტორსა და სხვა ინდუსტრიებში დასაქმებული ადამიანები სამუშაო ტანსაცმელს ძირითადად გამძლეობისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით არჩევდნენ. არ არსებობდა ლაბორატორიული შემოწმება და სტანდარტები, რომლებიც ქსოვილს უნდა დაეკმაყოფილებინა.
ინდუსტრიული ტრავმების ზრდამ ეს მიდგომა შეცვალა. გაირკვა, რომ ერთი შეხედვით გამძლე ქსოვილი ყოველთვის ვერ ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას, დაეცვა ადამიანის სხეული. ეს განსაკუთრებით წვიმისა და ცეცხლის ზემოქმედების პირობებში გამოიკვეთა. სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად ჩამოყალიბდა ის სტანდარტები, რომლებიც დღეს სამუშაო ტანსაცმლის ხარისხს განსაზღვრავს.
სამშენებლო პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ნებისმიერი ამინდის პირობებში, ხშირად საათობით უწევთ მუშაობა ღია სივრცეში. ასეთ გარემოში წყალგაუმტარი თვისებების არმქონე ტანსაცმელი სწრაფად სველდება, მძიმდება, დისკომფორტს ქმნის და სხეულის ტემპერატურის სწრაფ ცვლილებას იწვევს. ხანგრძლივი ტენიანობა კი, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონებზე, ჰიპოთერმიის რეალურ რისკს ქმნის.
მეორე მხრივ, სრულად წყალგაუმტარი, მაგრამ არასუნთქვადი ქსოვილი ე.წ. „სათბურის ეფექტს“ იწვევს. ოფლის აორთქლება ფერხდება, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის არანაკლებ პრობლემურია. სწორედ ამ ბალანსის შესაფასებლად შეიქმნა EN 343 სტანდარტი.
სპეც ტანსაცმლის სტანდარტები

EN 343 სამუშაო სპეც ტანსაცმელს ორი ძირითადი პარამეტრით აფასებს: წყლის შეღწევისადმი მდგრადობითა და ორთქლის გამტარობით. პირველი განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად იცავს ქსოვილი წყლისგან, ხოლო მეორე – რამდენად მარტივად ატარებს სხეულის მიერ გამოყოფილ ორთქლს. ეს უკანასკნელი Ret მაჩვენებლით ფასდება – რაც უფრო დაბალია მისი მნიშვნელობა, მით უკეთ „სუნთქავს“ ქსოვილი. ორივე პარამეტრს ოთხი კლასი აქვს, ხოლო მეოთხე კლასი ყველაზე მაღალი შეფასებაა. სტანდარტი ასევე ითვალისწინებს სურვილისამებრ ჩასატარებელ „წვიმის კოშკის ტესტს“, რომლის დროსაც მზა ტანსაცმელი სიმულირებული წვიმის პირობებში მოწმდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ცეცხლგამძლე სამუშაო ტანსაცმელი. ელექტროენერგეტიკაში, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში, მეტალურგიასა და ლითონის დამუშავების სფეროში დასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად მაღალი ტემპერატურის, ნაპერწკლებისა და ღია ალის ზემოქმედების პირობებში მუშაობენ.
ჩვეულებრივი სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა ნეილონი და პოლიესტერი, ასეთ გარემოში დამცავ ფუნქციას ვერ ასრულებს. ალთან კონტაქტისას ისინი დნება, კანს ეკვრის და დამწვრობის სიმძიმეს ზრდის. სწორედ ამიტომ შეიქმნა EN ISO 11612 სტანდარტი, რომელიც ქსოვილის ქცევას ალთან და სითბოს სხვადასხვა წყაროსთან კონტაქტისას აფასებს.
EN ISO 11612-ის შესაბამისი სამუშაო ტანსაცმელი ზღუდავს ალის გავრცელებას და კრიტიკულ მომენტში უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას. სტანდარტი რამდენიმე კოდს მოიცავს: A – ალის გავრცელებას, B – კონვექციურ სითბოს, C – გამოსხივებულ სითბოს, D და E – თხევადი ლითონების ზემოქმედებას, ხოლო F – ცხელ ზედაპირთან კონტაქტს.
თითოეულ მათგანს საკუთარი დაცვის დონე აქვს, რომელიც სამუშაო გარემოს სპეციფიკის მიხედვით შეირჩევა. ერთი ქსოვილი ყველა კოდს ერთდროულად ვერ მოიცავს, ამიტომ შესაბამისი კომბინაცია კონკრეტული ინდუსტრიის საჭიროებებზეა დამოკიდებული.
პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ დამსაქმებლები ტანსაცმლის არჩევისას პირველ რიგში ფასსა და ვიზუალურ მხარეს აფასებენ, სტანდარტებს კი მხოლოდ პრობლემის წარმოქმნის შემდეგ აქცევენ ყურადღებას. თუმცა EN 343 და EN ISO 11612 რეალური სამუშაო გარემოს სიმულაციაზე დაფუძნებული სტანდარტებია და მათი დაცვა ფორმალობა არ არის. მეტიც, EN 343 ქსოვილის გარეცხვის შემდეგ მისი მახასიათებლების ხელახალ შეფასებასაც ითვალისწინებს.
“ლიდერის” როლი ქართულ ბაზარზე
დღეს საერთაშორისო ტენდერებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. დამკვეთები სულ უფრო ხშირად ითხოვენ არა მხოლოდ ხარისხიანი ქსოვილის გამოყენებას, არამედ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც. ეს მიდგომა ამცირებს შრომითი ინციდენტების რისკს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას და კომპანიებს პარტნიორების წინაშე მეტ სანდოობას სძენს. შედეგად, სპეცტანსაცმლის შესყიდვა ის უსაფრთხოების მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
საქართველოში სამშენებლო, სამრეწველო და ენერგეტიკის სექტორების განვითარებასთან ერთად სპეცტანსაცმლის მიმართ მოთხოვნებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან არა მხოლოდ დიზაინითა და ფასით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითაც, განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნები მოქმედებს.
სამკერვალო საწარმო „ლიდერი“, რომელიც 2016 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს, სამრეწველო და კორპორაციული ფორმების წარმოებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანია პროცესს ქსოვილის შერჩევიდან დიზაინის შექმნამდე, ნიმუშის დამზადებიდან სერიულ წარმოებამდე სრულად მართავს, რაც EN 343-ისა და EN ISO 11612-ის მოთხოვნების თავიდანვე გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. ადგილობრივი წარმოება კი კომპანიებს საშუალებას აძლევს, უნიფორმა კონკრეტული სამუშაო გარემოს, კლიმატური პირობებისა და ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისად მოარგონ.
„ლიდერი“ (uniforms.ge) სოციალური საწარმოს სტატუსითაც ფუნქციონირებს, რაც მის საქმიანობას დამატებით სოციალურ პასუხისმგებლობასაც სძენს.
სტანდარტიზებულ სამუშაო ტანსაცმელზე გადასვლა ერთდროულად პასუხობს უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სამართლებრივ მოთხოვნებს. გარეგნულად მსგავსი ქსოვილი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს დაცვას. განსხვავება სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტებშია, რომელთა გათვალისწინებითაც იქმნება ხარისხიანი სპეც ტანსაცმელი.
Leave A Comment
