რატომ ირჩევენ წამყვანი სამშენებლო კომპანიები ჩვენს სპეც ტანსაცმელს?
სამშენებლო კომპანიები სამუშაო ტანსაცმელს, პირველ რიგში, ფასის მიხედვით ირჩევენ. ეს გასაგებია, რადგან ბიუჯეტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები: კანონთან შესაბამისობაშია თუ არა? გათვლილია თუ არა სამუშაო პირობებისთვის?
კანონი, რომელიც სამშენებლო სექტორზე ვრცელდება

2019 წელს საქართველოში შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი ამოქმედდა. ის დამსაქმებლებს ავალდებულებს, სამუშაო გარემოს რისკები შეაფასონ და თანამშრომლები შესაბამისი დამცავი საშუალებებით, მათ შორის, სპეც ტანსაცმლით, აღჭურვონ. სამშენებლო სექტორი, ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტად კონტროლდება, ვინაიდან ეს სფერო, თავისი ბუნებით, მაღალი რისკის სამუშაო გარემოს ქმნის.
შრომის ინსპექცია ბოლო წლებში სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტებს სისტემატურად ახორციელებს. გამოვლენილ დარღვევებს ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა ან, სერიოზულ შემთხვევაში, საქმიანობის შეჩერება მოჰყვება.
სინამდვილეში, ჯარიმის, ტრავმასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯებისა და სამუშაო ძალის მონაცვლეობის ჯამური ხარჯი ბევრად მეტია, ვიდრე სათანადო ტანსაცმლის შეძენის.
სამუშაო პერსონალის ხილვადობა, როგორც სტანდარტი

სამშენებლო ობიექტზე ხილვადობა უსაფრთხოების ძირითადი პირობაა. სამშენებლო ტექნიკა, მძიმე ტვირთი, მაღალსართულიან ობიექტზე მუშაობა – ამ გარემოში ადამიანი ყველასთვის ხილული უნდა იყოს.
ამ მიზნით საერთაშორისო სტანდარტი EN ISO 20471 მაღალი ხილვადობის სამუშაო ტანსაცმელს, სამუშაო გარემოს რისკის შესაბამისად, სამ კლასად ჰყოფს. მესამე კლასი ყველაზე მეტ მოთხოვნას ითვალისწინებს: სრული სხეულის ხილვადობა, ამრეკლი ზოლები, შესაბამისი ფერი. ეს სტანდარტი ქართულ კანონმდებლობაშიც გათვალისწინებულია.
HSE-ის (Health and Safety Executive) მითითებების მიხედვით, რაც უფრო ბნელია სამუშაო გარემო, მით უფრო ხილვადი უნდა იყოს ტანსაცმელი. ეს კი სტანდარტულად რეგულირდება. “ყვითელი ჟილეტის” ყიდვა ავტომატურად სტანდარტს არ გულისხმობს – ტანსაცმელს კონკრეტული მახასიათებლები უნდა ჰქონდეს.
ტანსაცმლის ზომა – ყველაზე ხშირად გამოტოვებული კრიტერიუმი
2024 წლის დეკემბერში OSHA-მ (აშშ-ის შრომის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ) სამშენებლო სექტორისთვის ახალი წესი აამოქმედა: სამუშაო ტანსაცმელი თითოეული თანამშრომლისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
ქართულ ბაზარზე ეს პრობლემა ხშირად ასე გამოიხატება: კომპანია ყიდულობს იმპორტულ სპეც ტანსაცმელს, რომლის ზომებიც ხშირად გათვალისწინებული არაა. შედეგად, ამრეკლი ზოლები არასწორადაა განლაგებული და დამცავი ფუნქცია ნაწილობრივ ან სრულად ქრება.
ასეთი ტანსაცმლის შეძენა პრობლემებს ვერ აგვარებს.
ადგილობრივი წარმოება – სად ჩანს განსხვავება?

სამკერვალო საწარმო “ლიდერი” სამშენებლო კომპანიებს სრულ მომსახურებას სთავაზობს: კონსულტაცია, ქსოვილის შერჩევა, ნიმუშის დამზადება სერიულ წარმოებამდე, ხარისხის კონტროლი და მიწოდება. ადგილობრივი წარმოება ამ პროცესს პრაქტიკულს ხდის – ზომების ინდივიდუალური შეთანხმება და, საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლის ცვლილება ლოდინის გარეშეა შესაძლებელი.
კომპანიებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციის მქონე თანამშრომლები ჰყავთ – ობიექტის მუშები, ინჟინრები და სხვა –კორპორაციული უნიფორმები ნიშნავს, რომ ყველა ჯგუფი განსხვავებულ, საკუთარ საჭიროებაზე მორგებულ ტანსაცმელს ერთი კომპანიის ვიზუალური სტილის გათვალისწინებით ატარებს.
სერტიფიცირებული მასალები კი დამატებით, პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს: ქსოვილი ხშირი გარეცხვის შემდეგ ფორმას ინარჩუნებს, ამრეკლი ზოლები ადგილზე რჩება, ფერი მარტივად არ ქრება.
ინდივიდუალური შეკვეთების ფარგლებში, კომპიუტერული ქარგვა ნებისმიერ ქსოვილზე ლოგოსა და ფერების ზუსტ გადატანას შესაძლებელს ხდის. ამ დეტალის საშუალებით სამუშაო ტანსაცმელი ბრენდის ვიზუალური იდენტობის ნაწილი ხდება.
სამშენებლო სექტორში სპეც ტანსაცმლის შეძენა ერთ კრიტერიუმამდე ვერ დაიყვანება. კითხვა ფასის შესახებ სწორია, მაგრამ ყველაზე პრიორიტეტული არ არის, რადგან თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის სჯობს, ვიკითხოთ: პასუხობს თუ არა აღნიშნული სპეც ტანსაცმელი შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს?
ამ კითხვებზე პასუხის ძებნა სამკერვალო საწარმო “ლიდერთან” ერთად შეგიძლიათ – რაც მთავარია, ინდივიდუალური კონსულტაცია უფასოა.
Leave A Comment
