მაისურზე ბეჭდვა – Uniforms.ge
ლიდერი სამკერვალო საწარმო Uniforms.ge მაისურებზე ბეჭდვის სერვისს გთავაზობთ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ როგორც მცირე, ისე დიდ შეკვეთებზე.

კორპორატიული წვეულების, ღონისძიებების ან ყოველდღიური მოხმარებისთვის “ლიდერი” სხვადასხვა ტიპის საბეჭდ მომსახურებას გთავაზობთ. მეთოდს კი შეკვეთის სპეციფიკის მიხედვით, თქვენთან ერთად ვარჩევთ.
თუ გსურთ, ასეთმა მაისურებმა დიდხანს გაძლოს, ფერი და ხარისხი შეინარჩუნოს, უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით თქვენი ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე მარტივად ვიზრუნებთ.
ტექნოლოგიები
გაგაცნობთ იმ 3 ტექნოლოგიას, რომელზეც მაისურების ბეჭდვისას ვმუშაობთ:
აბრეშუმბეჭდვა
დიდი შეკვეთებისთვის ეს მაისურებზე ბეჭდვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ყოველი ფერისთვის ცალკე შაბლონი მზადდება, რომლის მეშვეობითაც საღებავი ქსოვილზე გადადის. ფერები ნათელია, ხაზები კი მკვეთრი.
50 ან მეტი ერთეული მაისურის შეკვეთისას ეს მეთოდი ყველაზე გამართლებულია. ასე დაბეჭდილი მაისური მრავალი გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს ხარისხს. კორპორაციული გასვლებისთვის, გუნდური ფორმებისთვის ან სარეკლამო კამპანიებისთვის ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტექნოლოგიას ვიყენებთ. სამკერვალო ატელიე “ლიდერი” ამ მეთოდს მომსახურების სრული ციკლით გთავაზობთ – კონსულტაციიდან მიწოდებამდე.

თერმოტრანსფერი
მცირე ტირაჟისა და დეტალური დიზაინისთვის გამოიყენება. სითბოსა და წნევის მეშვეობით გამოსახულება და ფერები ქსოვილზე ფოტოს სიზუსტით გადადის. “Uniforms.ge” ამ ტექნოლოგიით მუშაობს როგორც დიდ, ისე მცირე შეკვეთებზე. რაც მთავარია, 10 ან 20 ერთეული უნიფორმის შეკერვასაც ისეთივე პასუხისმგებლობით ვეკიდებით, როგორც 200 ერთეულიან შეკვეთას. ეს მეთოდი გამართლებულია სტარტაპებისთვის, ახალი ბრენდებისთვის ან სპეციალური ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის, რომლებსაც დიდი რაოდენობით პროდუქცია არ სჭირდებათ.

კომპიუტერული ქარგვა
კორპორაციული გარეგნობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს სხვა კატეგორიაა და ლოგო ქსოვილზე კი არ იბეჭდება, არამედ ძაფებით იკერება. შედეგი ხელშესახებია და დროთა განმავლობაში ფერს არ იცვლის. სპეცტანსაცმლის შეკვეთისას სასტუმროები, ბანკები, კლინიკები და სხვა კორპორატიული სექტორის კომპანიები ყველაზე ხშირად ქარგვის მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას. კომპიუტერული ქარგვის სერვისი ლოგოს მოცულობითსა და ვიზუალურად მეტად აღქმადს ხდის, ბრენდს კი პროფესიონალურ იერს მატებს. ძალიან წვრილი შრიფტი ან მრავალდეტალიანი ნახატი ამ ფორმატში ვერ გადავა. სტილიზებული ლოგო კი, ნაქარგ ვარიანტში ყველაზე კარგად ჩანს.
როგორ ვარჩევთ მუშაობის მეთოდს მაისურზე ბეჭდვისას?
პირველ რიგში, ვსვამთ კითხვებს: რა რაოდენობის ნაწარმია? სად გამოიყენება? რა სახის ლოგოა?
| კრიტერიუმი | აბრეშუმბეჭდვა | თერმოტრანსფერი | ქარგვა |
|---|---|---|---|
| რაოდენობა | 50+ ერთეული | 50-ზე ნაკლები | 50-ზე ნაკლები |
| დანიშნულება | სარეკლამო / ღონისძიებები | სარეკლამო / ღონისძიებები | კორპორაციული, ყოველდღიური |
| დიზაინი | ფერადი, დეტალური | ფერადი, დეტალური | მარტივი ლოგო |
თუმცა მაინც, პრაქტიკაში სხვადასხვა მეთოდი ხშირად ერთ ნაწარმზე ერთდროულად გამოიყენება: ნაქარგი ლოგო მკერდზე, ბეჭდური წარწერა კი – ზურგზე. სამკერვალო მომსახურება (უნიფორმების შეკერვა, მაისურზე ბეჭდვა და ა.შ) კომბინაციების სრულყოფილად განხორციელებას გულისხმობს. ჩვენ ყველა პროექტს ინდივიდუალურად განვიხილავთ.
მაისურზე ბეჭდვა – ფასი და პირობები
მაისურზე ბეჭდვის ფასი დამოკიდებულია მეთოდზე, ნაწარმის რაოდენობასა და დიზაინის სირთულეზე. ტანსაცმლის შეკერვა და ბრენდირება ერთ სივრცეში ხორციელდება – დიზაინის შემუშავებიდან ნიმუშის დადასტურებამდე და მიწოდებამდე.
ტელეფონი: 511 22 55 60
მეილი: info@uniforms.ge ან შეავსეთ ფორმა
ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას და თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
