როგორ მოქმედებს სწორად შერჩეული ტანსაცმელი პროდუქტიულობაზე?
რამდენიმე წლის წინ სოციალურმა ფსიქოლოგებმა ჰაიო ადამმა და ადამ გალინსკიმ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ მონაწილეებს სთხოვეს, თეთრი ხალათი ჩაეცვათ და ყურადღების სიზუსტის ტესტი შეესრულებინათ. ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ხალათი ექიმისთვის იყო განკუთვნილი, მეორეს კი, რომ ის მხატვარს ეცვა. შედეგად ისინი, ვინც “ექიმის სამოსს” ატარებდა ტესტს გაცილებით უკეთესად უმკლავდებოდნენ. ხალათი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო, განსხვავებას მონაწილეთა განწყობები განსაზღვრავდა.
ამ მოვლენას ფსიქოლოგიაში “Enclothed Cognition” ანუ „სამოსით ნასაზრდოები შემეცნება” ეწოდა. ცნება თავად ამ ფსიქოლოგებმა შემოიტანეს. ტანსაცმელი არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ იმასაც ცვლის, თუ როგორ ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და როგორ ვიქცევით. როცა ადამიანი ატარებს სამოსს, რომელსაც გარკვეული პროფესიული ან სოციალური მნიშვნელობა აქვს, ის გაუცნობიერებლად ითვისებს ამ როლს.
ოფიციალური სამოსი და სამუშაო ეფექტურობა

სამუშაო გარემოში ეს ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევია. ოფიციალური სამოსი კონცენტრაციის ამაღლებას, წერტილოვან ყურადღებასა და უფრო უკეთ აზროვნებას უწყობს ხელს. კარგად მორგებული პიჯაკი ან კოსტიუმი ცვლის სხეულის პოზასაც – ზურგი სწორდება, მხრები იშლება, ხმაც უფრო თავდაჯერებულად ჟღერს. ეს ცვლილებები გარშემომყოფთათვის ყოველთვის თვალშისაცემი არ არის, მაგრამ ამას ადამიანი თავად გრძნობს და ქცევასაც შესაბამისად იცვლის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტანსაცმლის თითოეული ფერი საკუთარ გზავნილს ატარებს. მუქი ლურჯი და შავი ავტორიტეტსა და სერიოზულობას გამოხატავს, წითელი – თავდაჯერებულობას, თეთრი – სიცხადეს, ხოლო ღია ტონები – სითბოს. შესაბამისად, შეხვედრის ან სამუშაო დღის ხასიათის მიხედვით, ფერის შერჩევაც გააზრებული უნდა იყოს. ეს წვრილმანებია, მაგრამ პრაქტიკაში სწორედ ასეთი დეტალები ქმნის სხვაობას იმას შორის, როგორად აღიქვამენ ადამიანს გარშემომყოფები და როგორაა განწყობილი თავად.
აღნიშვნის ღირსია ის გავლენა, რომელსაც სამოსი თავდაჯერებულობაზე ახდენს. KPMG-ს კვლევის მიხედვით, ქალი ხელმძღვანელების 75% კარიერაში ერთხელ მაინც განიცდიდა იმპოსტერის სინდრომს, შეგრძნებას, რომ სინამდვილეში არც ისე კომპეტენტურია, როგორც გარშემომყოფებს ჰგონიათ. MIT Sloan Management Review-ში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ტანსაცმელი ქცევაზე მაშინ ახდენს გავლენას, როცა მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ბევრი ხელმძღვანელი მნიშვნელოვანი შეხვედრის დილას ჩაცმის რიტუალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
სამუშაო დრესკოდის ევოლუცია

ისტორიულად, ამ კონტექსტში, ჩაცმის ნორმები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. მე-20 საუკუნის შუა წლებში ოფისში მკაცრი ფორმალობის დაცვა იყო სავალდებულო. 1990-იანი წლების ბოლოს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, განსაკუთრებით სილიკონის ველზე, უფრო კომფორტულ ჩაცმის მოდელებზე გადავიდნენ. ასე გამოჩნდა „casual Friday”-ების ფენომენი – კვირის ბოლო დღე, როცა თანამშრომლებს უფრო თავისუფალად ეცვათ. თანდათან ეს ჩვეულება სხვა ინდუსტრიებშიც შემოიჭრა და ტანსაცმლის ახალი სტანდარტი ჩამოაყალიბა.
სამოსი დღევანდელ ამოცანას უნდა მოერგოს. მნიშვნელოვანი შეხვედრა ფორმალურ ჩაცმულობას საჭიროებს, შემოქმედებითი სამუშაო – უფრო კომფორტულს. არის კიდევ ერთი საინტერესო მხარე: ყოველდღიური ჩაცმის არჩევანი გარკვეულ რესურსს მუდმივად მოითხოვს. ამ ფენომენს ფსიქოლოგიაში „გადაწყვეტილებების დაღლილობას” უწოდებენ. ამიტომაც, „სამუშაო ფორმა” – იქნება ეს ფორმალური კოსტიუმი თუ გუნდური უნიფორმა – ადამიანს ამგვარი არჩევანისგან ათავისუფლებს.
სპეც ტანსაცმელი: ფუნქცია, ჰიგიენა და უსაფრთხოება

კორპორაციულ გარემოში ტანსაცმელი მხოლოდ პირადი არჩევანი აღარ არის, რადგან ის ბრენდის ნაწილი ხდება. თანამშრომელი, რომელიც გუნდურ კორპორაციულ უნიფორმაში ხვდება მომხმარებელს, კომპანიის ვიზუალურ იდენტობას გამოხატავს. ერთგვაროვანი ჩაცმა, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის წესრიგის, გუნდურობისა და პროფესიონალიზმის განცდას ქმნის. კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებლების აღქმა კომპანიის კომპეტენტურობაზე ხშირად სწორედ თანამშრომლების გარეგნობით ყალიბდება.
სამედიცინო სექტორში, HoReCa-ს ინდუსტრიასა და მომსახურების სფეროში სპეც ტანსაცმელი სხვა ფუნქციასაც ასრულებს. ის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს პასუხობს. თითოეულ ამ სამოსს ერთდროულად რამდენიმე მიზანი აქვს:
იყოს კომფორტული, კარგად ირეცხებოდეს და შეინარჩუნოს სახე ხანგრძლივი ხმარების შემდეგაც. აღნიშნულ მოთხოვნებს მასობრივად იმპორტირებული პროდუქცია იშვიათად აკმაყოფილებს. ადგილობრივი სპეციფიკა – კლიმატი, ზომები, ქართული ბრენდირების მოთხოვნები – ყოველთვის სპეციალურ მიდგომას საჭიროებს.
საქართველოში ეს საკითხი თანდათან უფრო აქტიურად განიხილება. ადგილობრივი კომპანიები, კლინიკები და სარესტორნო ბიზნესი ყურადღებას უფრო მეტად უთმობს იმას, თუ როგორ გამოიყურება მათი გუნდი არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ფუნქციურადაც. ქართული ბაზარი ამ მიმართულებით ჯერ განვითარების ფაზაშია, მაგრამ სულ უფრო მეტი კომპანია ხვდება, რომ თანამშრომლების ვიზუალური სახე მათი ბრენდის განუყოფელი ნაწილია.
სამკერვალო საწარმო „ლიდერი” და ინდივიდუალური მიდგომა

სამკერვალო საწარმო „ლიდერი”, რომელიც 2016 წლიდან მუშაობს თბილისში, სწორედ ასეთ საჭიროებებზეა ორიენტირებული. საწარმოში ქმნიან კორპორაციულ უნიფორმებს, სამედიცინო და HoReCa სექტორის ფორმებსა და სარეკლამო ტექსტილს. თითოეული შეკვეთა ინდივიდუალურად, ქსოვილის შერჩევიდან საბოლოო ნიმუშის დამზადებამდე მუშავდება. საწარმო სოციალური საწარმოს სტატუსით მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა მხოლოდ კომერციულ მიზნებს არ ისახავს – ის ადგილობრივი წარმოებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობასაც ემსახურება.
დღევანდელ სამუშაო გარემოში ტანსაცმელი საკუთარი თავისთვისა და გარშემომყოფებისთვის ერთგვარი გზავნილია. მეცნიერება აჩვენებს, რომ ყურადღება, თავდაჯერებულობა და მუშაობის საერთო ხარისხი იმ სამოსზეცაა დამოკიდებული, რომელსაც ყოველდღე ვიცვამთ, სამკერვალო საწარმო “ლიდერი” კი ამ პროცესის გამარტივებაში გეხმარებათ.
Leave A Comment
